18 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
გორში სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში რუსეთიდან მომდინარე სააფრთხეებსა და ჰიბრიდულ ომებზე მსჯელობენ

გორის უნივერსიტეტში სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხებია რუსული ოკუპაცია-პროპაგანდა და ეროვნული სტრატეგია. შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრება. მას უკვე ელოდებიან გორის უნივერსიტეტში.

მხარეები მსჯელობენ, თუ რას აკეთებს რუსეთი და როგორ ხდება რუსეთის მხრიდან ოკუპაციის წახალისება, როგორც საქართველოში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში. ამასთან, საუბრის კიდევ ერთი თემა ჰიბრიდული ომები და მასთან ბრძოლის საკითხებია. 

„იარაღად ქცეული სიტყვა არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი საფრთხე. პროპაგანდა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, ვნებს როგორც სულს, ისე გონებას. ამ ბოროტებასთან დაპირისპირება შეიძლება მხოლოდ ერთიანი ეროვნული მიდგომით, სადაც ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი ჩვენი არმია და რა თქმა უნდა, მედია ერთად დაუპირისპირდებიან ამ გამოწვევებს,“ - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე კი ამბობს, რომ დიდი პრობლემა სწორედ სტრატეგიის არქონაა და ამასთან ხელისუფლების მხრიდან პრობლემის არდანახვა.  

დღის ამბები