18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის საქართველოს პავილიონის ბაზრის კვლევის ვადა გახანგრძლივდა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის საქართველოს პავილიონის ბაზრის კვლევის ვადა გახანგრძლივდა. უახლოესი ათი დღის განმავლობაში ყველა მსურველ კომპანიას ექნება შესაძლებლობა, საქართველოს პავილიონის იდეა და გენერალური კონცეფცია წარადგინოს.

ბაზრის კვლევის კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული კომპანიები კი, ამ ვადას საკუთარი წინადადებების დასახვეწად გამოიყენებენ. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული, ოქტომბერში გაიმართება.

„კომისიის რეკომენდაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გახანგრძლივდეს ეს პერიოდი, მიმდინარე წლის 15 თებერვლამდე და საზოგადოებამ, დაინტერესებულმა გუნდებმა, კომპანიებმა, მაქსიმალურად იაქტიურონ და თავიანთი განაცხადები და თავიანთი კონცეფციები შემოგვთავაზონ,“ -  განაცხადა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა.

დღის ამბები