ყოფილი პროკურორის, მილენა მითაიშვილის, ყოფილი ძიძის სახლში ჩხრეკა დასრულებულია. სამართალდამცავებმა სახლიდან კომპიუტერი და ტელეფონი წაიღეს.
როგორც ნინო ბოჭორიშვილი აცხადებს, მას მილენა მითაიშვილი ადანაშაულებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში, თუმცა, რა ვიდეოზეა საუბარი, ვერ ხვდება.
„მისი პირადი ცხოვრების ამსახველ რაღაც ვიდეოს ეძებენ, რომელიც, თურმე, მე გამივრცელებია. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე არის საუბარი. რაც იყო ტექნიკა ჩემთან, სახლში, წაიღეს. მობილურიც, პლანშეტიც,“ - განაცხადა ნინო ბოჭორიშვილმა.
რეპორტაჟი მილენა მითაიშვილსა და მის ყოფილ ძიძებთან დაპირისპირების შესახებ კვირას გადაცემა P.S.-ში გავიდა, სადაც ყოფილი ძიძები ყოფილ პროკურორს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ, თავად მილენა მითაიშვილის მოთხოვნის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მილენა მითაიშვილი ერთ-ერთ ძიძას, ნინო ბოჭორიშვილს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.