ყოფილი პროკურორი, მილენა მითაიშვილი, ყოფილ ძიძას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს. ის ყვება, რომ ნინო ბოჭორიშვილმა, რომლის სახლშიც დილიდან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, სოციალურ ქსელში ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა, რომელიც მის პირად ცხოვრებას ასახავს.
„ნინო ბოჭორიშვილმა მის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა, ატვირთა ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალა, რაც არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით დასჯადი ქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით მე ინფორმაცია მივაწოდე გამოძიებას,“ - განაცხადა მითაიშვილმა.
მისივე თქმით, რატომ ჩატარდა ჩხრეკა ნინო ბოჭორიშვილის სახლში, არ იცის.
რეპორტაჟი მილენა მითაიშვილსა და მის ყოფილ ძიძებთან დაპირისპირების შესახებ კვირას გადაცემა P.S.-ში გავიდა, სადაც ყოფილი ძიძები ყოფილ პროკურორს ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ, თავად მილენა მითაიშვილის მოთხოვნის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მილენა მითაიშვილი ერთ-ერთ ძიძას, ნინო ბოჭორიშვილს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ადანაშაულებს.