31 ოქტომბერი 2020,   00:30
ვრცლად
რეჟისორი გურამ ბრეგაძე მოზარდ მაყურებლის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უპირისპირდება

მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაპირისპირებაა. რეჟისორი გურამ ბრეგაძე აცხადებს, რომ მის სპექტაკლზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა მთავარი როლის შემსრულებელი მისი ნებართვის გარეშე დანიშნა.

საუბარია სპექტაკლ ”სამეფო ძროხებზე”, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრში, დაახლოებით, 4 წლის წინ დაიდგა, თუმცა, 2017 წლის ნოემბერში მეფის როლის შემსრულებელი თეატრიდან წავიდა, რამაც ცვლილებები გამოიწვია.

გურამ ბრეგაძის განმარტებით, თეატრში ფინანსური პრობლემებიც არის, რის გამოც ის  კულტურის მინისტრს პრობლემით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

სამხატვრო ხელმძღვანელი, დიმიტრი ხვთისიაშვილი, ბრალდებებს არ პასუხობს. 

დღის ამბები