18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ექვსი ადამიანი, მათ შორის, ოთხი ბავშვი საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოხვდა

ცოტა ხნის წინ ექვსი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია. ისინი საავადმყოფოში ინტოქსიკაციით დიაგნოზით მოხვდნენ.

სავარაუდოდ, მოწამვლის მიზეზი მხუთვი აირი გახდა, რადგან საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტები გაზის წყლის გამათბობელს უკავშირებენ შეუძლოდ ყოფნას.

კურიერის ინფორმაციით, ყველა დაზარალებული თემქაზე მდებარე სახლში იმყოფებოდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მას შემდეგ გამოიძახა, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ შემოყვანილია ერთი ოჯახიდან ოთხი პაციენტი, 2 წლიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. ოთხივე ბავშვს გამოეხატა თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ზოგადი სისუსტეები, მუცლის ტკივილი, რასაც უკავშირებენ, სავარაუდოდ, გაზის წყლის გამათბობელს ანუ ბუნებრივი აირით მოწამვლას. მსგავსი სიმპტომები ჰქონდათ ოჯახის სხვა უფროს წევრებსაც,“ - განაცხადა პედიატრმა, თამარ კიკიშვილმა.

ექიმის თქმით, პაციენტების მდგომარეობა საავადმყოფოში მისვლისას საშუალო სიმძიმის იყო, ახლა კი  ტოქსიკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

დღის ამბები