18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე, მიწისძვრის შემთხვევაში, თბილისში მოსალოდნელი ნგრევის საშიშროებაზე საუბრობს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მიწისძვრის შემთხვევაში, დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

თეა გოდოლაძემ გადაცემა არჩევანში საუბრისას პარალელი 2002 წლის მიწისძვრასთან გაავლო და აღნიშნა, რომ მაშინ თბილისში საშუალო სიდიდის მიწისძვრაც კი არ დაფიქსირებულა, თუმცა, საკმაოდ დიდი ნგრევა მოჰყვა. იმ ფონზე კი როდესაც დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, შესაძლოა, მცირე მიწისძვრამაც კი შენობები მიწასთან გასწორდეს.

თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ამის პროგნოზირების საფუძველს აძლევს ის ნებართვები, რომელიც გაიცემა. მათ შორის გეოლოგიური კვლევებიც არის, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული ზომის შენობის აშენება.

ის აცხადებს, რომ ფორმალურად ყველა კომპანიას აქვს ყველა სახის დასკვნა მშენებლობისთვის, თუმცა, რა ხდება ამ ფურცლებს მიღმა, მთავარი კითხვა ეს არის.

თეა გოდოლაძე ამბობს, რომ უმეტესწილად დოკუმენტების გაყალბება ხდება. 

დღის ამბები