„სვანიძის ქუჩა არის დატბორვის ზონა მთლიანად,“ - ამის შესახებ განცხადება ურბანისტმა ნიკო კახეთელიძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და აღნიშნა, რომ ვერეს ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე კომუნისტებმაც კი ვერ გაბედეს მშენებლობა.
მისივე თქმით, ქაოტური მშენებლობები სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში დაიწყო, რის გამოც მან პასუხისმგებლობა გიგი უგულავას დააკისრა.
ურბანისტი ნიკო კახეთელიძე არ გამორიცხავს, რომ საქმე აღნიშნულ მშენებლობებთან მიმართებაში "არაკომპეტენტურობასა და სიშტერესთან“ გვქონდეს.
„სიშტერეში ვგულისხმობ იმას, რომ არ შეიძლება, ააშენო ის, რაც იქ არის,“ - განაცხადა ნიკო კახეთელიძემ.