გენერალური გეგმის ავტორისთვის გაუგებარია, რატომ ვერ ხდება ამ დრომდე დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის მიღება.
ამის შესახებ მამუკა სალუქვაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იქნა, იყო გათვალისწინებული.
რაც შეეხება ვერეს ხეობას, მამუკა სალუქვაძის თქმით, გენერალურ გეგმაში, რომლის ავტორიც ის თავად არის, ეს ადგილი რეკრიაციულ ზონად არის განსაზღვრული.
ის ასევე საუბრობს მიმდინარე მშენებლობებზე დედაქალაქის მასშტაბით და ამბობს, რომ ახალ გენგეგმაში ეს ნაწილი გათვალისწინებულია.
„ამ გენგეგმაში შემოვიდა განაშენიანების შეზღუდვების მსუყე მონაკვეთი,“ - აცხადებს მამუკა სალუქვაძე.
მისი თქმით, პრინციპული შენიშვნები მის მიერ შემუშავებულ გენგეგმაში არავის შეუტანია.
მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ გენგეგმა მზად არის და გადაწყვეტილება, იქნება თუ არა ის მიღებული და შემდეგ რეალიზებული, ეს უკვე ქალაქის მთავრობის ხელშია.