საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პროგრამის მენეჯერის, ერეკლე ურუშაძის, შეფასებით, თბილისი უმძიმეს მდგომარეობაშია და ქაოტურ მშენებლობებზე პასუხისმგებლობა ქალაქის ყველა მმართველს ეკისრება.
მისივე თქმით, საქმე გვაქვს, როგორც არაკომპეტენტურობასთან, ასევე კორუფციასთან.
ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ხშირად არის ინტერესთა კონფლიქტი და კომერციული დაინტერესება ნებართვის გამცემი პირის მხრიდან, რაც საბოლოოდ დედაქალაქზე აისახება.
ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ ის კონკრეტულ პირს ხელს ვერ დაადებს, თუმცა, არსებული მონაცემები კორუფციის ეჭვს აჩენს.
რაც შეეხება ვერეს ხეობაში მიმდინარე მშენებლობებს, ერეკლე ურუშაძე ამბობს, რომ გაიცემა არალოგიკური ნებართვები და ამ შემთხვევაშიც კორუფციის ძალიან დიდი ალბათობა ნამდვილად არის.
ის "პანორამა თბილისის" პროექტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართუ ჯგუფთან დაკავშირებული პირები ბოლო წლების განმავლობაში ინიშნებოდნენ წამყვან თანამდებობებზე და შემდეგ ისინი იღებდნენ ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს.