„დღეს დედაქალაქში კატასტროფული მდგომარეობაა განაშენიანების მხრივ და გენგეგმა ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალია,“ - ამის შესახებ განცხადება ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა გააკეთა.
ზალიკო უდუმაშვილი აცხადებს, რომ თბილისს არც ერთი მერის პერიოდში გენერალური გეგმა არ ჰქონია და ამიტომ აუცილებელია, რომ დროულად იქნას მიღებული ეს დოკუმენტი.
მისი თქმით, გენგეგმა რომ მიღებული ყოფილიყო, ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებდა თბილისის თავზე "პანორამა თბილისის" განხორცილებას.
„გენერალური გეგმა თუნდაც ორი წლის წინ რომ ჰქონოდა დედაქალაქს, მერწმუნეთ, ძალიან გაუჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილს თბილისის თავზე პანორამის დადგმა, რადგან გენერალურ გეგმაში პირდაპირ წერია, რომ თბილისის არსებულ მთებზე არანაირი ლანჩაპტური ჩარევა არ შეიძლება,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ის ამბობს, რომ 11 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გაცემული სამშენებლო ნებართვა და აქედან ყველაზე მეტი საცხოვრებელ კორპუსებზე მოდის.
რაც შეეხება სარეკრიაციო ზონებს, ზაალ უდუმაშვილი ურჩევს მერიას, გამოისყიდოს იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილისგან და გააშენოს ამ ადგილზე სარეკრიაციო ზონა, როგორც ეს გენგეგმაშია მითითებული.
ზაალ უდუმაშვილი თვლის, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს გენგეგმის მიღების გაჭიანურება მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგძლივონ ვადა უკანონო მშენებლობებისთვის.