იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეებთან გასაუბრება დღეს განახლდება. საბჭოს წევრები მოსამართლეობის უვადოდ გამწესების 17 მსურველს მოუსმენენ. მუდმივი მოსამართლის სტატუსის მიღების კანდიდატთა შორის არის იუსტიციის საბჭოს მოქმედი წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე რევაზ ნადარაიაც. გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხვალაც გაგრძელდება.