პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა მოითხოვა.
საქმე ეხება უმცირესობის სხდომის ფორმატს საკანონმდებლო ორგანოში. კაპანაძე ითხოვს, რომ მინისტრმა გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც არსებობს საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა არიდებს თავს კითხვას, ვიღებთ თუ არა უკრაინული მხარის შემოთავაზებას სანქციების რეჟიმზე შეერთებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ თქვენი მთავრობა ცოცხალი თავით არ უერთდება ევროკავშირის და ამერიკის სანქციებს რუსეთის მიმართ. ამიტომ იქნებ აუხსნათ საზოგადოებას, რატომ არ ვუერთდებით ამ სანქციებს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ოპოზიციამ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში, ხელისუფლების ინტერესების გაძლიერებაზეც ისაუბრა და საბჭოს რეფორმირება მოითხოვა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო, არის სრულიად დეგრადირებული ორგანიზაცია. მას არ შესწევს უნარი, შეასრულოს საკუთარი ფუნქცია,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გოცირიძის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სამეურვეო საბჭოს უნდობლობა გამოუცხადონ.
„ნაციონალური მოძრაობა" ვემიჯნებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, როდესაც საბჭოში მოხვდა ასეთი ადამიანი,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.