თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და მსოფლიოს 50-მდე ქვეყნიდან ჩამოსულ დელეგაციებს, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა.
გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის განვითარებაში უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. თსუ-ს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგეგმება სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება.