18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
კომპანია ”ყვარელ რემ მშენის” მუშის დაკითხვა დასრულდა

კომპანია ”ყვარელ რემ მშენის” მუშის დაკითხვა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა ვარკეთილის პოლიციაში. დავით ტაბახმელაშვილი საგამოძიებო უწყებაში, "კურიერისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ დაიბარეს. მან გამოძიებას ის ინფორმაცია მიაწოდა, რაზეც ”კურიერის” ეთერში ისაუბრა.

კერძოდ, მისი მტკიცებით, მეტროსადგურ ”ვარკეთილის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დარღვევებით ჩატარდა, რის შესახებაც კომპანიის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო, თუმცა მათ ხარვეზების მოგვარების ნაცვლად, მათი დაფარვა მოითხოვეს.

ტაბახმელაშვილის ჩვენების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს კომპანიის ხელმძღვანელები, რომლებიც ამ დრომდე ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში რჩებიან.

„ვარკეთილის მეტროს თემასთან დაკავშირებით იყო კონკრეტული კითხვები, იქიდან გამომდინარე, რა განცხადებაც მე "რუსთავი 2"-თან გავაკეთე. მიმდინარეობს გამოძიება და ალბათ, სავარაუდოდ, პასუხისგებლობაში ვიღაცას მიაკუთვნებენ. სამუშაო პროცესის დროს, ჭერი ქანაობდა და აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ ჭერი არ იყო მყარი. ჩვენ ხელმეორედ გაკეთებაზე უარი განვაცხადეთ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს შევამჩნიეთ, რომ ჭერი არ იყო მყარი. ჩვენ განვუცხადეთ კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში რემონტი მაინც დასრულდა,“ - ამბობს დავით ტაბახმელაშვილი.

 

 

დღის ამბები