18 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის უმსხვილესი მოთამაშეები იქნებიან

საქართველოში, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა სრულდება. საწარმომ პირველი პროდუქცია წლის ბოლოს უნდა გამოუშვას.

საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები ავიაციის უმსხვილესი მოთამაშეები "ბოინგი“, "ეარბასი“ და "ბომბარდირი“ იქნებიან.

ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება, სპეციალისტებს კი, ისრაელში გადაამზადებენ.

"ის, რომ საქართველოში სწორედ ასეთი გიგანტებისთვის მზადდება დეტალები, დეტალები იმ თვითმფრინავებისთვის, რომელშიც 2-3 წელიწადში თქვენც მოგიწევთ ჩასხდომა. რამხელა სიზუსტითა და ტექნოლოგიების გათვლით უნდა გაკეთდეს თითოეული დეტალი და ის, რომ ეს საქართველოში კეთდება ნიშნავს, რომ საქართველოს ენდობიან,“ - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

დღის ამბები