18 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
ორი ტყვია, კეფასა და ზურგში - დოდო გუგეშაშვილის შვილის ცხედარი გვაინ ღამით ბიძის სახლში გადაასვენეს

ექსპერტიზის შემდეგ გვიან ღამით ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარი ბიძის სახლში გადაასვენეს. "კურიერის" ინფორმაციით, მოკლულს ორი ტყვია - კეფასა და ზურგში აქვს მოხვედრილი. ოჯახის ახლობლები შურისძიების მოტივით მომხდარ დანაშაულს გამორიცხავენ. ისინი უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციასაც, თითქოს დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელი დაასახელა.

„ქალბატონი დოდო რომ მოიყვანეს საავადმყოფოში ერთმა ჩვენმა მეგობარმა ფაქტიურად ერთი-ორი კითხვა დაუსვა რაზეც დოდომ ვერ უპასუხა. აღარ იყო ისეთ მდგომარეობაში რომ ელაპარაკა. ერთადერთი მოიკითხა თავისი შვილი,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა ალექსანდრე სუხაშვილმა.

დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

დღის ამბები