დიღმის მასივში, იმ სახლში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამართალდამცველებმა თითქმის 12-საათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მუშაობა გვიან ღამით დაასრულეს და ბინა დალუქეს.
პარალელურად, თითქმის მთელი ღამე მიმდინარეობდა გუგეშაშვილების ახლობლებისა და მეზობლების გამოკითხვა.
„კითხვები რა ნახე თქვენი თვალით და ვუთხარი რაც ვნახე. დაგდებული ქალბატონი. სისხლი გასდიოდა. ფეხის ხმა ისმოდა და დავინახე რომ ქურთუკი ეცვა და პარკი ეჭირა ხელში,“-განაცხადა მეზობელმა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გუშინ დილით ესროლეს. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელს სახლიდან გასვლამდე აფხაზეთის ომის ვეტერანმა ესროლა და მძიმედ დაჭრა.