19 მაისი 2024,   22:04
ვრცლად
ფოთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს, მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი დუმბაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს ღამით გაუჩნდა. დაიღუპა ხანდაზმული მამაკაცი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სახლში სიგარეტის ნამწვავიდან გაჩნდა. დაზიანებულია სახლის ორივე სართული. ხანძრის დროს შენობაში იმყოფებოდა დაღუპულის შვილიც. ის არ დაშავებულა. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. 

დღის ამბები