გურიაში მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოხდა.
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დამრიგებელმა მეშვიდეკლასელ მოსწავლეს მუსიკის ოთახში, ფარდის ჩამოგდების გამო მიაყენა. მოუწევს თუ არა ამ ფაქტის გამო 63 წლის ნუნუ კვაჭანტირაძეს სკოლის დატოვება, თუ სკოლა მხოლოდ საყვედურით შემოიფარგება - მათემატიკის მასწავლებლის საკითხს დღეს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავს. სკოლის დირექტორის თქმით, გადაწყვეტილება სკოლის შინაგანაწესის მიხედვით იქნება მიღებული. თავად მასწავლებელი ამბობს, რომ მან მოსწავლეს ბოდიში მოუხადა.
„ჩამასმინეს ბავშვებმა, რომ ამანო დააზიანაო კლასიო, ჩამოაგდო ფარდაო. შევეხე, რომ რა ქენი შენ ეს მეთქი, შემოვაბრუნე და არ ვიყავი დამნაშავეო. გაირკვა მერე რომ მისი ბრალი არ იყო და მე მას ბოდიში მოვუხადე. ბავშვს ეწყინა, რომ მე რატომ უნდა დამბრალდეს ის, რაც არ მქონიაო,“-განაცხადა მასწავლებელმა ნუნუ კვაჭანტირაძემ.