სამგზავრო ავტობუს რიკოთის უღელტეხილზე ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა. ავტობუსი სავარაუდოდ სარფის გამშვები პუნქტიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა რა დროსაც ხანძარი გაჩნდა. 20-ზე მეტმა მგზავრებმა გადმოსვლა მოასწრო, თუმცა ავტობუსი სრულად დაიწვა.