18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
შსს-მ იმ პირის იდენტიფიცირება მოახდინა, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა

სამართალდამცავებმა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელმაც დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს ესროლა, უკვე მოახდინეს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

დოდო გუგეშაშვილის ახლობლები კი გამორიცხავენ, რომ მომხდარი თადარიგის პოლკოვნიკის წარსულ საქმიანობას უკავშირდება. ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება მუშაობს და ამ ეტაპზე ვერსიებზე ვერ ისაუბრებენ, თუმცა შურისძიების მოტივით ჩადენილ დანაშაულს გამორიცხავენ. ნათესავები ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები აქვს დოდო გუგეშაშვილს და სანამ ის არ გამოჯანმრთელდება, მომხდარის დეტალები უცნობი დარჩება.

„გამოძიება მუშაობს ვერსიებზე. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, სანამ გამოძიება სამსახურს არ დაასრულებს. ნოდარს საერთოდ არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. ნოდარი არის ძალიან კეთილშობილი ადამიანი, იყო უფრო სწორედ. ძალიან კარგი ადამიანი. ასევე ქალბატონო დოდოც. დოდოს წარსულს ეს არ უკავშირდება. არავინ არ იცის. სანამ ქალბატონი დოდო ჯანზე არ მოვა და არ გამოჯანმრთელდება, ზუსტ პასუხს ვერავინ ვერ გაგცემთ,“-განაცხადა დოდო გუგეშაშვილის ნათესავმა, თემურ გუგეშაშვილმა. 

დღის ამბები