დოდო გუგეშაშვილი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი თადარიგის პოლკოვნიკის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.
ბოლო ინფორმაციით ის კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში და იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
რაც შეეხება დაკითხვებს, ამ ეტაპზე მეზობლების გამოკითხვა არ განახლებულა. მეზობლები ამბობენ, რომ მათ უკვე ყველა ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციას.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.