18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
"ვიღაც ჩამორბოდა და თვითონვე თქვა ჩემი შვილის მკვლელიო" - მეზობელი ამბობს, რომ დოდო გუგეშაშვილმა მას თავდამსხმელზე მიუთითა

დოდო გუგეშაშვილის მეზობელი ქალბატონი მომხდარის ახალ დეტალებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ მაშინ როდესაც დაჭრილ თადარიგის პოლკოვნიკს დახმარებას უწევდა კიბეზე უცნობმა მამაკაცმა ჩამოირბინა. მისივე თქმით დოდო გუგეშაშვილმა მის დანახვაზე თქვა, რომ ის მისი შვილის მკვლელი იყო. ამავე ქალბატონის აღწერით მამაკაცს ლურჯი ქურთუკი ეცვა და თავზე კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული.

„ვიღაც ჩამორბოდა და თვითონვე თქვა ჩემი შვილის მკვლელიო,“-აცხადებს მეზობელი.

გავრცელებული ინფორმაციით დოდო გუგეშაშვილმა ოპერაციაზე შეყვანამდე დაუსახელა ბოროტმოქმედის ვინაობა, თუმცა ამას კატეგორიულად გამორიცხავენ დაზარალებულის ახლობლები. მათ ამ დროისთვის ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა მომხდარის დოდო გუგეშაშვილის წარსულთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ. 

 

დღის ამბები