18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დოდო გუგეშაშვილი მკურნალობს, უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული

ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დოდო გუგეშაშვილი მკურნალობს, უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.

დაჭრილის მდგომარეობა კვლავაც სტაბილურად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე რჩება. ის მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშაა და ამ დრომდე მასთან გასაუბრება გამომძიებლებმა ვერ მოახერხეს.

„მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. ხელოვნურ სუნთქვაზეა პაციენტი. საძილე პრეპარატების გავლენის ქვეშ,“-განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ქარცივაძემ.
 

დღის ამბები