თსუ-ს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას პატრიარქი, პრემიერი და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით დილიდან სასწავლებელში საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც მთავრობის მეთაური და კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრნენ. ასევე ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტიდან მოწვეული 50-მდე სტუმარი.
„ჩემთვის არის უდიდესი პატივი მოგმართოთ ამ ტრიბუნიდან, რომელსაც ახსოვს უდიდესი ქართველი მეცნიერების, სახელოვანი მამულიშვილების ისტორიული გამოსვლები,“-მიმართა სტუმრებს სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეროვნულ განათლებას ეროვნული სახელმწიფო სასწავლებელი უნდა აღებინებდეს ახალგაზრდებს, რასაც აღნიშნული უნივერსიტეტი ეწევა.
კათოლიკოს პატრიაქმა სიტყვით გამოსვლისას დალოცა უნივერსიტეტის დამფუძნებლები.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. "აუდიტორია 115"-ის წევრებმა დარბაზში შესვლა სცადეს მოგვიანებით.