რუსთავის #16 სკოლის 15 მოსწავლე ერთდროულად ცუდად გახდა. ბავშვებს მუცლის არეში ტკივილის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნებოდათ. მოსწავლეებს სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაუწიეს. მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
მშბლები მომხდარს სასმელ წყალს უკავშირებენ და დამბობენ, რომ გუშინ რუსთავში მუქი ფერის შეფერილობის წყალი მოდიოდა.
„რომ ვიკითხე რომ რა მოხდა მან აღნიშნა, რომ წყალი დალია სპორტის გაკვეთილის შემდეგ და მის შემდეგ გახდა ცუდად. მინდა ავღნიშნო რომ გუშინ საღამოთი ჩვენთან ოჯახებში რომ მოვუშვით წყალი იყო ძალიან ცუდი ფერის და არ გააფრთხილეს მოსახლეობა და ამიტომ დაემართათ ეს ბავშვებს,“-განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.