ჯანდაცვის სამინსტრო ფარმაცევტულ კომპანიებს ინიციატივით მიმართავს, გაიზარდოს ”ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამაში შემავალი მედიკამენტების ჩამონათვალი. ამჟამად პროგრამა 23 მედიკამენტს მოიცავს.
„ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს. მასში ცალსახად უნდა შევიდნენ ასაკით პენსიონერები. შშმ პირები და დამატებითი კონტიგენტი. ასევე, 23 მედიკამენტი უნდა გაიზარდოს 40-50-ის ფარგლებში,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავისი კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან იმ არაკეთილსინდისიერი ფარმაცევტული კომპანიების გაკონტროლება მოითხოვეს, რომლებიც ეწევიან ექიმების დაინტერესებას, რომ არამიზნობრივად დანიშნონ ძვირადღირებული წამლები.