18 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ავარიაში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის ბრალეულობა არ იკვეთება - ადვოკატი

ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატი სასამართლოსგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლებას ელოდება. 2016 წელს მომხდარ ავარიას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე, ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი, ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.

კვირიკაშვილის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის თქმით, ავარიაში მორაგბის ბრალეულობა არ იკვეთება. ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს პროკურატურა. პროკურორ გივი შენგელიას განცხადებით, სასამართლომ მორაგბის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.

საქმეზე მორიგი პროცესი 19 მარტს არის ჩანიშნული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი, მორაგბეს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები