დედაქალაქის პირველი საჯარო ბაღი ერთადერთია თბილისში, სადაც დირექტორის ორი მოადგილე მუშაობს. გამონაკლისი მერიამ ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავისთვის დაუშვა. ნინო მოდებაძე - ყოფილი პრემიერის დეიდაშვილისა და „ქართუ დაზღვევის“ დირექტორის, არჩილ მამაცაშვილის მეუღლეა.
ბაღების საქმიანობის შემსწავლელი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის ახლო ნათესავი ბაღში სანდოობისა და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად დაასაქმეს.
ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავი ადასტურებს, რომ ბაღში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და ის პირდაპირ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ნინო მოდებაძის თქმით, მან გასაუბრება გაიარა.
სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა, კახა გვანცელაძემ მხოლოდ ის იცის, რომ ნინო მოდებაძემ გასაუბრება სააგენტოს ძველი ხელმძღვანელობის პერიოდში გაიარა და დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.