18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
"ჩვენი მიზანია წართმეული წილების დაბრუნება" - „ბადაგონის“ ირგვლივ ბრალდებები გრძელდება

„ბადაგონის“ ირგვლივ ბრალდებები გრძელდება. კომპანიის ყოფილი მეწილე, ვლადიმერ ჯანჯღავა და მისი ადვოკატი დღეს იმ ფინანსურ დოკუმენტაციას გაასაჯაროებენ, რომლის მიხედვით, წლების განმავლობაში ჯანჯღავა კომპანიაში მილიონების ინვესტირებას ახდენდა.

„ის, რაც განახორციელა ინვესტორის მიერ დაქირავებულმა მენეჯერმა, გიორგი სალაყაიამ, არის წილების წართმევა. ეს არის სისხლის სამართლის დანაშული და ამით ინვესტორის ინტერესები დაზარალდა. ჩვენ ვინმესთვის რამის წართმევას კი არ ვცდილობთ, არამედ წართმეულის დაბრუნებას ვცდილობთ. ჩვენი მიზანია წართმეული წილების დაბრუნება. ვინმეზე მითითება, ვიღაც ჩარეულია, ხელების გრეხვის პოლიტიკას ან წართმევას ცდილობს, არის აბსურდი,“ - განაცხადა ჯანჯღავას ადვოკატმა, იმედა დვალაძემ.

კომპანიის მფლობელი გიორგი სალაყაია კი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნების შესახებ საუბრობს და ამტკიცებს, რომ სწორედ მათ ინტერესებში შედის მისთვის კომპანიის წილის წართმევა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები