18 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
"პირდაპირი ადრესატები მყავს იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა" - ელისო კილაძე

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის გამოკითხვა იწყება. ელისო კილაძე მის მიმართ მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო დაიბარეს. ამ ფაქტით შინაგან საქმეთა სამინისტრო მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მუქარის შესახებ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

სამმართველოში შესვლამდე ელისო კილაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სატელეფონო მუქარა სოსო გოგაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ახლო გარემოცვას დაუკავშირა. 

„უკვე მეორედ დამიკავშირდა პირი, რომელიც გამეცნო პავლე ლატარიას სახელითა და გვარით, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ნამდვილად მისი სახელი და გვარია. მან იცოდა ვისთანაც რეკავდა იმიტომ, რომ სახელით მომმართა და დაიწყო პირდაპირ მუქარა, გინება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. პირდაპირი ადრესატები მყავს - იოსებ გოგაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები