მარჯანიშვილის მეტროში ბანერს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა მოკლე ჩართვამ გამოიწვია. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია. განცხადებაში ასევე საუბარია, რომ მომხდარს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება და მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას.
„დღეს, 12:32 საათზე მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ სადგურის მაჩვენებელზე მოხდა მოკლე ჩართვა, რამაც გამოიწვია მცირე კვამლი. შესაბამისი სამსახურის ოპერატიული ქმედების შედეგად ტაბლოს დროულად შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ხარვეზი აღმოიფხვრა. აღნიშნულ ფაქტს არ გამოუწვევია მოძრაობის შეფერხება. მეტროსადგური „მარჯანიშვილი“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მგზავრების მომსახურებას. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის,“ - აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.