4 საათია პაატა ბურჭულაძეს გამომძიებლები მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ. საქმე ეხება ფონდის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისება-გაფლანგვას. თავად მსოფლიო ბანი ამბობს, რომ „იავნანაში“ არავითარი დარღვევა არ არსებობს.
განმარტება პაატა ბურჭულაძემ პროცესიის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ, შესვენებაზე გააკეთა.
„მიმდინარეობს ყველაფერი ძალიან კორექტულად, ძალიან საქმიანად. ძალიან კარგია, რომ დღევანდელი შეხვედრა დგება და აქ ყველაფერს დაესმება თავისი წერტილი,“ - აცხადებს ბურჭულაძე.
ბურჭულაძე ვარაუდობს, რომ ფონდის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე მის საქმიანობას უკავშირდება.
„გამორიცხულია ჩემს მიმართ აღიძრას საქმე, მე მინდა ეს ლაქა ფონდ „იავნანას“ მოვაშორო. შეიძლება ეს ხდება ჩემი გულისთვის,“ - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.