18 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
„ქართული მარში“, „ობიექტივი“ და „ასავალ დასავალი“ - კლუბი „ბასიანი“ სარჩელს ამზადებს

„ქართული მარში“, მედიასაშუალება „ობიექტივი“ და „ასავალ დასავალი“ - „ბასიანი“ სარჩელს ამზადებს. კლუბის ადმინისტრაცია იმ ორგანიზაციებს უჩივის, რომლებიც ამბობენ, რომ ღამის კლუბში ნარკოტიკული ნივთიერებები იყიდება.

„ბასიანის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო დროს მათი მხრიდან ხშირად კეთდება მსგავსი განცხადებები და ვარაუდობენ, რომ ამ ორგანიზების უკან გარკვეული ძალები დგანან.

„ყველაზე აქტიურები ამაში არიან „ქართული მარშელები“. ლადო სადღობელაშვილი, კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე. მათ პლატფორმას აძლევს მედიასაშუალება "ობიექტივი", ასევე ორი თვეა "ასავალ-დასავალის" ნომერი არ ყოფილა, სადაც „ბასიანის“ მიმართ აბსურდული ცილისწამება, ბრალდებები არ ყოფილიყო. ეს არის პროგრესირებადი აგრესია. ზუსტად ამიტომ ვართ ჩვენ დარწმუნებული, რომ ეს მიზანმიმართული და შეკვეთილი ამბავია,“ - აცხადებს კლუბ ”ბასიანის” დამფუძნებელი ტატო გეთია.

კლუბ ”ბასიანის” თანამშრომელი ზვიად გელბახიანი აცხადებს, საკუთარი და კლუბის სტუმრების უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.

დღის ამბები