18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კრიტერიუმით, საქართველო ევროპაში მე-18 ადგილზეა

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლევითი ცენტრის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მონაცემებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კრიტერიუმით, საქართველო ევროპაში მე-18 ადგილზეა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების განცხადებით, 2012 წელს საქართველო 34-ე ადგილზე იყო სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ სასამართლო სისტემის სამმა ტალღამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.

საბჭოს მდივნის განმარტებით, ეფექტიანობის კრიტერიუმში იგულისხმება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ხარისხი.

„ეს შედეგები, რომელსაც ყველაზე ავტორიტეტული მსოფლიო კვლევითი ორგანიზაცია აღიარებს, არის იმ რეფორმების შედეგი, იმ სამი ტალღის რეფორმის შედეგი, რომელიც სასამართლომ გაიარა საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აქტიური ჩართულობით,“ - აცხადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

 

 

 

დღის ამბები