18 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
თბილისის მერიის ორგანიზებით უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა. მან ქვეყნის პირველი ეროვნული უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე 2018 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით მიმდინარეობს. ეს გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მასშტაბით ერთ–ერთი უდიდესია საქართველოში. დღეისთვის უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 22 ათასამდე სტუდენტი, მათ შორის 600-მდე უცხოელი სწავლობს.

თსუ 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის. (The U.S.News&World Report).

საიუბილეო საღამოზე უნივერსიტეტის მიღწევებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა. ღონისძიებას მუსიკალურად თბილისის ბიჭუნათა კაპელა აფორმებდა.

დღის ამბები