18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველებიდან ასპარეზობას ხვალ გიორგი საღოიანი დაიწყებს

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესოები სპორტის 15 სახეობაში გამოვლინდებიან.

ოლიმპიურ თამაშებზე ტრადიციულად იასპარეზებს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც, რომელიც ოთხი სპორტსმენით არის წარმოდგენილი.

11 თებერვალს საციგაო სპორტში გიორგი საღოიანი იასპარეზებს, 12 და 14 თებერვალს ოლიმპიური მედლები გათამაშდება სლალომსა და გიგანტურ სლალომში, სადაც საქართველოს ღირსებას ნინი წიკლაური დაიცავს. 16-დან 17 თებერვლის ჩათვლით კი ფიგურულ სრიალში მორის ყვითელაშვილი შეეცდება საუკეთესო შედეგის ჩვენებას. მეოთხე და ყველაზე გამოცდილი ქართველი ოლიმპიელი იასონ აბრამიშვილი კი 18 და 22 თებერვალს სლალომსა და გიგანტურ სლალომში შეეცდება საკუთარი შედეგების გაუმჯობესებას.

პიონ ჩანგის ზამთრის ოლიმპიადა 25 თებერვალს დასრულდება. ოლიმპიადაზე მედლების 102 კომპლექტი გათამაშდება.

დღის ამბები