18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
ქუთაისში 77 წლის კაცი მეორე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე, მრავალსართულიანი შენობის მეორე სართულიდან 77 წლის კაცი გადმოვარდა. ის ადგილზე გარდაიცვალა. 

თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც გადავარდა. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები