18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
კომპანია ბადაგონის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება

კომპანია ბადაგონის საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გაიმართება.

ბრიფინგი, დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი.

კომპანია ბადაგონში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე დღის წინ შევიდა. ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2018 წლის 18 იანვარს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე - შპს „ბადაგონის“ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს ბადაგონის ყოფილი მეწილის, კომპანია გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის წარმომადგენლის განცხადება. 

დღის ამბები