18 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულ ირანის მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქეს, რომელიც განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 5 500 დოლარის სანაცვლოდ მოამზადა თბილისში მყოფი ირანის რესპუბლიკის მოქალაქის მკვლელობა.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები