18 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ავარიას ჰონგ-კონგში. ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელიც იპოდრომიდან ბრუნდებოდა, მოულოდნელად გზაზე გადაბრუნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 65 მგზავრიც დაშავდა, 10-ზე მეტი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გავრცელებული ცნობით, ავტობუსი მაგისტრალზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა მძღოლი უკვე დააკავეს. მას ბრალად სატრანსპორტო საშუალების სახიფათო მართვით სიკვდილის გამოწვევა ედება. ეს ჰონგ-კონგში 2003 წლის შემდეგ მომხდარი ყველაზე მასშტაბური ავარიაა.