18 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საპატრიარქოში მეუფე იაკობის და მეუფე პეტრეს ბრალდებებს არ პასუხობენ

საპატრიარქოში „შაბათის კურიერში“ ორი მღვდელმთავრის, მეუფე იაკობის და მეუფე პეტრეს ბრალდებებზე განმარტებები დღეს არ გაკეთებულა.

მეუფე პეტრე ცაავამ „შაბათის კურიერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მთავრობა ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. მეუფე პეტრე ასევე, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საეკლესიო სასამართლოს შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს.

მეუფე იაკობი კი ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ დეკანოზი მამალაძისთვის წარდგენილი ბრალის არ სჯერა.

მეუფე იაკობი „შაბათის კურიერთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პატრიარქის მოსაყდრე შიო ისეთივე მღვდელმთავარია, როგორც დანარჩენი 45. ქორეპისკოპოსის თქმით, მოსაყდრეობა პატრიარქის სიცოცხლეში არაფერს ნიშნავს.

ამ თემაზე საუბარი პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ არ ისურვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები