ცოტა ხნის წინ მოსკოვის მახლობლად სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. კომპანია "სარატოვის ავიახაზების" კუთვნილი ლაინერი დომოძედოვოს აეროპორტიდან აფრენიდან ცოტა ხანში ჩამოვარდა. ბორტზე 71 ადამიანი იმყოფებოდა, 65 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი.
რუსული მედიის ცნობით, კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ უკვე ნაპოვნია "ან 148"-ის ფრაგმენტებიც. სახელდება კატასტროფის გამომწვევი სავარაუდო მიზეზიც. "ინტერფაქსის" ცნობით, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდნამდე რუსეთის ფოსტის ვერტმფრენს შეეჯახა. თვითმფრინავი შიდა რეისს ასრულებდა და მოსკოვიდან ქალაქ ორსკში მიფრინავდა.