ამბროლაურის რაიონის მაღალმთიან სოფელ შხივანაში მოხუცების მდგომარეობა მე-6 თვეა, უსახსრობამ კიდევ უფრო დაამძიმა. სექტემბერში 80 წლის ანზორ დავლიანიძესა და მის მეუღლეს სოციალური შემწეობა მოუხსნეს.
პირადი ნომრის დამთხვევა ანუ კერძო კომპანიის ტექნიკური შეცდომა, მოხუცებულების მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შარშანაც გახდა, როცა იგივე მიზეზით, გასულ წელს 10 თვის განმავლობაში შეუწყდათ შემწეობა.
შარშან, შეცდომის გამოსასწორებლად და საბუთების მოსაწესრიგებლად რამდენჯერმე ცენტრამდე ჩასულებს ტრანსპორტში 500 ლარამდე ხარჯის გაღება მოუხდათ. ახლა მოხუცებს სახლიდან გასვლაც აღარ შეუძლიათ, შვილმა მინდობილობის გაკეთება სცადა.
ფაქტს, რომ მეექვსე თვეა მოხუცები კუთვნილ შემწეობას ვერ იღებენ, ახლა სოციალური სამსახურის მხრიდან მანამდე აღებული თანხის დაბრუნების მოთხოვნა დაემატა.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელს ამ საკითხის მოგვარება თავად შეძლეს, გაურკვევლობების დადგენა მათი კომპეტენცია არ არის, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურსა და კომპანიას ოჯახის მოთხოვნით შეცდომა თავად უნდა გაასწორებინა.
კერძო კომპანიაში აღიარებენ, რომ მათმა თანამშრომელმა პირად ნომერი განაცხადში არასწორად მეორედაც თავადვე მიუთითა და შეცდომა ამიტომ გაიპარა.
კომპანია და სახელმწიფო პასუხისმგებლობას ერთმანეთს სთხოვს.