18 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
თვითმკვლელობით დასრულებული სიცოცხლე და დემოგრაფიული ცვლილების გამო მოხსნილი სოციალური დახმარება ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები კვირიკაშვილების ოჯახისთვის სოციალური დახმარების მოხსნის მიზეზი, ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება გახდა.

ოჯახი ამბობს, რომ ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით, პოლიციის მუქარის შემდეგ დაასრულა.  ამირან კვირიკაშვილის მამა კონკრეტული სამართალდამცავების სახელი და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა შვილის თვითმკვლელობის სხვა მოტივს კი გამორიცხავს.

დემოგრაფიული ცვლილება, რასაც სოციალური სააგენტო მათი დახმარების გაუქმების მიზეზად აღნიშნავს, კვირიკაშვილების დიდი ტრაგედიაა. ოჯახი უკვე 2 თევა 310 ლარის ნაცვლად ყოველთვიურად მხოლოდ ბავშვის შემწეობას 10 ლარს იღებს.

ნოდარ კვირიკაშვილის თქმით, სოციალურმა აგენტმა აღწერაში ჩაწერა, რომ ოჯახს დიდი მარანი აქვს აშენებული. ამასთან ერთად, მიზეზი ოქტომბერში, მისი შვილის ერთჯერადად აღებული 700 ლარი გახდა, რომელიც ავთანდილ კვირიკაშვილმა ჩინურ კომპანიაში მუშაობის საფასურად აიღო და მას შემდეგ აღარც უმუშავია.

შვილმკვდარი ოჯახი სოციალური დახმარების მოხსნის შემდეგ კი უკიდურეს გაჭირვებას მხოლოდ მეზობლებისა და ნათესავების დახმარებით უმკლავდება.

ამირან კვირიკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, პროკურატურაში მიმდინარეობს.

ავტორი: თამთა ჩიტიშვილი. 

დღის ამბები