ვის ეკუთვნის ირგვლივ მდგომი ხეები? - P.S-მა ექსპერიმენტის სამ ქვეყანაში ჩაატარა. სამი ქალაქის, თბილისის, ვაშინგტონის და ბრიუსელის მოსახლეობა ამ კითხვას პასუხობს.
ვაშინგტონში გამოკითხული მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ ხეებს პარკებში კონკრეტული ქალაქის ადმინისტრაციები ფლობენ. თუმცა, როგორც გადასახადის გადამხდელები, ისინი აცნობიერებენ, რომ ეს ხეები მათაც ეკუთნით და ეროვნული პარკები და ხეები შეერთებულ შტატებში ამერიკელი ხალხის საკუთრებაა.
ბრიუსელში გამოკითხვის შედეგად გამოიკვეთა 3 პასუხი - ხეები ეკუთვნის ხალხს, ხეები ეკუთვნის ქალაქს და არ ვიცი. პირველი და მეორე პასუხი აირჩია ადამიანთა თანაბარმა რაოდენობამ, უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ პარკის ხეები ქალაქ ბრიუსელის საკუთრებაა.
თბილისში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობამ კი არ იცის, ვის საკუთრებაშია ხეები.