კინოკადრები, რომლებიც დროსა და სივრცეში გაქრა და 25 წლის შემდეგ გამოჩნდა - გოდერძი ჩოხელის ”მგელი” ნაპოვნია. გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები „წითელი მგელი“ სევდაზეა. თანამედროვე გენიოსს ოცნებად ჰქონდა, რომ ეს წიგნი ფილმად ექცია და მისი ასრულება დაიწყო კიდეც, თუმცა მისი დასრულება ვერ მოახერხა.
გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების შემდეგ, დაჟანგულ და გაფუჭებულ ფირებს შორის გადასაყრელად გამზადებული „მგელი,“ დაწვას სასწაულებრივად გადაურჩა. ის დაკარგვას კინოსტუდია "ქართული ფილმის" საცავის და სტუდია "მემატიანეს" ხელმძღვანელმა რევაზ მახათაძემ გადაარჩინა.
"მგლის" გადაღება გოდერძი ჩოხელმა 1993 წელს დაიწყო, სცენარმა საფრანგეთში პომპიდუს ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე გაიმარჯვა და ფილმი „მგელი“ ქართული-ფრანგული კინოპროდუქცია უნდა ყოფილიყო.
გოდერძი ჩოხელის ოჯახი შეწყვეტილ კინომასალას წლების მანძილზე უშედეგოდ ეძებდა.
ავტორი: თეა ადეიშვილი.