18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ბაგებში, საერთო საცხოვრებლების მე-5 კორპუსში, გაზიფიცირებისთვის გაყვანილი მილები ჩამოიშალა

ბაგებში მდებარე საერთო საცხოვრებლების მე-5 კორპუსში, გაზიფიცირებისთვის გაყვანილი მილები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ადგილობრივების ინფორმაციით,  გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება მუშებმა ვერ მოასწრეს და ის დღეს დილიდან უნდა განახლებულიყო.

ინციდენტის დროს, მილებში გაზი ჯერ გაშვებული არ იყო. სამუშაოებს ”ყაზტრანსგაზი” ასრულებს.

„ეს იყო მონტაჟის პროცესი და გაზი არ იყო შეშვებული და არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული აღნიშნული გაზსადენი. მონტაჟის პროცესი მიმდინარეობდა, შესაბამისად  ჩამოშლისთანავე ჩვენმა ხალხმა დაუყოვნებლივ გააკეთეს რეაგირება. როდესაც ჩვენს მიერ იქნება ექსპლუატაციაში მიღებული და შიგნით გაიშვება გაზი, რა თქმა უნდა კომპანია ”ყასტრანსგაზ თბილისის” არის სრულ პროცესზე პასუხისმგებელი,“-განაცხადა ”ყასტრანსგაზ თბილისის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსიწვერიძემ.

დღის ამბები