18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ

ატენის ქუჩის მცხოვრებლები მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ.

სარჩელს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანს და მუნიციპალიტეტის მიერ ატენის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ნებართვის გაუქმებას მოითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უფლებადამცველი არ გამორიცხავს, სტრასბურგს მიმართოს.

ატენის ქუჩის მცხოვრებლები უკვე წლებია აპროტესტებენ, ამავე ქუჩაზე 26-ს სართულიანი კორპუსის მშენებლობას, რომელსაც მწვანე შუქი თბილისის მერებმა არაერთხელ აუნთეს.

„წარმოუდგენელია 60 სანტიმეტრის დაცილებით ამხელა მშენებლობის წარმოება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანის საფრთხეში ჩაგდება მხოლოდ იმისთვის, რომ ინვესტორს უნდა თავისი ფინანსური ინტერესების სანაცვლოდ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ეს სახლი. შეიძლება საქმე გვქონდეს პოლიტიკურ კორუფციასთანაც. არ არის გამორიცხული. ჩვენ ამას ვამბობთ, ეს ჩვენი ეჭვია, ჩვენ გვაქვს უფლება გვქონდეს ეჭვი,"-აცხადებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია.

დღის ამბები